33 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაივლის საქართველოზე

გაზი თურქეთში მიეწოდება

თურქეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესახებ. საუბარია აზერბაიჯანის აფშერონის საბადოდან 33 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე, რომელიც თურქეთში ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით მიეწოდება, იუწყება პორტალი BM.ge.

შეთანხმება ძალაში 2029 წელს შევა და 2040 წლამდეა გათვლილი. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველწლიურად 15 წლის განმავლობაში 2,25 მილიარდ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს.

ამჟამად აზერბაიჯანი რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა თურქეთში გაზის ექსპორტის მოცულობით, რაც აძლიერებს მის როლს რეგიონულ ენერგეტიკულ სექტორში და უზრუნველყოფს სტაბილურ მიწოდებას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

წყაროები
NGnewsgeorgia

ახლა მთავარზე