დღესასწაულები თბილისში გაგრძელდება

თბილისის საახალწლო სოფელი მუშაობას ერთი კვირით ახანგრძლივებს

თბილისის საახალწლო სოფელი სტუმრებს 14 იანვრამდე გაახარებს. თავდაპირველად, 7 იანვარს ზეიმის დასრულება იგეგმებოდა, მაგრამ მოსახლეობისა და მეწარმეების დიდმა ინტერესმა ეს გეგმები შეცვალა.

ქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გაგრძელების შესახებ მოქალაქეებში მოვლენების დიდი პოპულარობის გამო მიიღეს. მან ყველას მადლობა გადაუხადა აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას.

დამატებითი კვირის განმავლობაში სტუმრებს კონცერტები, სპექტაკლები და ინტერაქტიული პროგრამები ელოდებათ.

ჩვენ დავაანონსეთ, რომ საახალწლო სოფელი 7 იანვრამდე იფუნქციონირებდა, თუმცა მოქალაქეებისა და მეწარმეების მხრიდან მოთხოვნა ძალიან დიდი აღმოჩნდა. პირველ რიგში, მინდა მათ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საახალწლო სოფლის მუშაობის გაგრძელების შესახებ. 14 იანვრამდე გაგრძელდება სხვადასხვა აქტივობები - წარმოდგენები, კონცერტები და სხვა ღონისძიებები. ველოდებით ყველას. გილოცავთ ბედობას. წარმატება, განვითარება, სიხარული და სიყვარული ელოდეს ჩვენს ქვეყანას.
კახა კალაძე
წყაროები
sovanews

ახლა მთავარზე