უახლოეს მომავალში დაიწყება კონსულტანტის შერჩევა აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის დამაკავშირებელი ენერგეტიკული დერეფნის მასშტაბური პროექტის ტექნიკურ-კომერციული დასაბუთების შესამუშავებლად. ამის შესახებ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ გენერალურმა დირექტორმა თურალ ალიევმა სუფთა ენერგიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე განაცხადა.
მისი თქმით, ინტერკონექტორის ტექნიკური დავალება უკვე მზად არის და ახლა სპეციალიზებული კონსულტანტის შერჩევაა საჭირო, რომელიც პროექტის დეტალურ შეფასებას განახორციელებს. ექსპერტები ჩაატარებენ ტექნიკური და ფინანსური განხორციელებადობის ანალიზს, შეისწავლიან განახლებადი წყაროების ინტეგრაციის შესაძლებლობებს და ხარჯების ოპტიმიზაციის გზებს.
ენერგეტიკული დერეფნის პროექტი მიზნად ისახავს რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, „მწვანე“ ენერგეტიკის განვითარებას და ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიწოდების ეფექტიანობის გაზრდას. მისი განხორციელება შეიძლება გახდეს საკვანძო ნაბიჯი სამხრეთ კავკასიისა და ბალკანეთის ენერგეტიკული ბაზრების გაერთიანებაში.
ახლა მთავარზე
პროდუქტები და ნედლეული უფრო სწრაფად ძვირდება, იმპორტის გაიაფების მიუხედავად
Gojo&Company ქართული ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის გრძელვადიან პოტენციალს ხედავს
უცხოელი სტუმრების შემოსავალმა შესაძლოა ისტორიული მაქსიმუმი 2026 წელს განაახლოს
მოსახლეობისა და ბიზნესის დეპოზიტები ორნიშნა ტემპით იზრდება, მიუხედავად ვადიანი დეპოზიტების შემცირებისა
მონიტორინგის სამსახური ელექტრო სკუტერებსა და წესების დაცვას აკვირდება
ვაზიანი ოთხჯერ მეტ მგზავრს მიიღებს, ვიდრე ახლანდელი აეროპორტი
ქალაქის ორი სადგური ემზადება კაპიტალური რემონტისთვის
დარღვევების შემთხვევაში ჯარიმები დაბრუნდება
2026 წლის 15 მარტამდე
ავტომობილებზე მოდიოდა ტაჯიკეთში განხორციელებული ყველა ქართული მიწოდების 90%
ტექნიკური დავალება უკვე მზად არის
ეს არის ამერიკული DOGE-ს ანალოგი