Pizza Hut აგრძელებს აქტიურ განვითარებას საქართველოში და 2026 წელს ქსელის გაფართოებას გეგმავს. პიცის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მსოფლიო ბრენდი, რომელიც 1958 წელს აშშ-ში დაარსდა, დღეს 110-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და დაახლოებით 20 000 რესტორანს ითვლის, რაც მას ბაზრის ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ აქცევს.
საქართველოში ქსელი თანდათანობით აძლიერებს პოზიციებს: ამჟამად მუშაობს 5 რესტორანი, საიდანაც 4 თბილისში მდებარეობს და ერთიც - ბათუმში. უახლოეს გეგმებში კიდევ 2 ობიექტის გახსნაა, რაც ბრენდს წარმომადგენლობისა და აუდიტორიის მოცვის გაძლიერების საშუალებას მისცემს.
კომპანია აქცენტს პრემიალურ სეგმენტზე აკეთებს და პროდუქციას 20-დან 40 ლარამდე ფასად სთავაზობს. ძირითად უპირატესობებად რჩება ხარისხის ერთიანი სტანდარტები, საფირმო რეცეპტები და ევროპული ინგრედიენტების გამოყენება - მიწოდება ხორციელდება დანიიდან, პოლონეთიდან და ირლანდიიდან. ეს მიდგომა ბრენდს კონკურენტულ ბაზარზე სტაბილური გემოსა და მომხმარებლების ნდობის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.