საქართველოს აეროპორტებმა 2025 წლის 11 თვეში დაახლოებით 8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც დარგის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, ზრდა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაფიქსირდა — მგზავრთნაკადის, ავიარეისების რაოდენობისა და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების.
იოსელიანმა აღნიშნა, რომ ავიარეისების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა, რაც ასევე უპრეცედენტო შედეგია. ხელისუფლება თანმიმდევრულად ავითარებს საავიაციო ინფრასტრუქტურას, ზრდის აეროპორტების მუშაობის ეფექტურობას და ნერგავს ახალ სერვისებს, რაც პირდაპირ აისახება მაჩვენებლების დინამიკაზე. პარალელურად, დაფიქსირდა საავიაციო ტვირთების მკვეთრი ზრდა — დაახლოებით 50%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მინისტრის მოადგილის თქმით, 2025 წლის 11 თვის სტატისტიკა ნათლად აჩვენებს საერთაშორისო ტურისტების მაღალ ინტერესს საქართველოს მიმართ, ასევე ქვეყნის მზარდ როლს საერთაშორისო საავიაციო გადაზიდვების სისტემაში. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დადებითი დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება და გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ტურისტული ჰაბი.