Wizz Air Malta გაზრდის რეისებს ქუთაისსა და ვენეციას შორის: კვირაში 3-ჯერ

ავიაკომპანია აძლიერებს ევროპულ მიმართულებას 2026 წლის ზაფხულის სეზონზე

ავიაკომპანია Wizz Air Malta გაზრდის ფრენების სიხშირეს ქუთაისსა და ვენეციას შორის 2026 წლის ზაფხულის განრიგში. ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს.

15 მაისიდან 4 სექტემბრამდე დაემატება დამატებითი რეისი პარასკევობით. შედეგად, ფრენები მარშრუტზე ვენეცია - ქუთაისი - ვენეცია შესრულდება კვირაში 3-ჯერ: სამშაბათს, პარასკევსა და შაბათს. ავიაკომპანიამ სიხშირის გაზრდის ნებართვა 7 აპრილს მიიღო.

ქუთაისსა და ვენეციას შორის მარშრუტი გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ამჟამად Wizz Air ჯგუფი საქართველოს მიმართულებიდან ევროპაში 24 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს.