საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პროგნოზი „უარყოფითიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი იუწყება.
სააგენტოში აღნიშნეს, რომ გადახედვა განპირობებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რისკების დაბალანსებული დონის, ასევე 2026-2027 წლებში რეალური მშპ-ის 5,5%-იანი პროგნოზირებული ზრდის კომბინაციით. ეკონომიკური ზრდა ხელს შეუწყობს დაკრედიტებას, მსესხებლების გადახდისუნარიანობის გაძლიერებას და ჯანსაღი ბიზნესგარემოს ფორმირებას.
Moody’s-მა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბანკო აქტივების ხარისხი სტაბილური დარჩება, კაპიტალის ბუფერები საკმარის დონეზე იქნება და სისტემის მომგებიანობა მაღალი დარჩება. დადებითად არის შეფასებული დეპოზიტების დედოლარიზაციის გაგრძელება და სებ-ის სავალუტო რეზერვების აღდგენა. საქართველოს სუვერენული რეიტინგი ჯერჯერობით Ba2-ის დონეზე რჩება, მაგრამ პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „უარყოფითამდე“ შეიცვალა.