საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 2026 წლის აგვისტოში 9,068 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ერთ თვეში 52 მილიონი დოლარით გაიზარდა. ივლისში ეს მაჩვენებელი 9,016 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მთავრობის უშუალო საგარეო ვალმა 8,805 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 6,759 მილიარდ დოლარზე მეტი მრავალმხრივ კრედიტორებზე მოდის, ხოლო 1,547 მილიარდი დოლარი — ორმხრივ კრედიტორებზე.
კიდევ 263,234 მილიონ დოლარს შეადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები. ქვეყნის უმსხვილეს კრედიტორად რჩება აზიის განვითარების ბანკი 2,508 მილიარდი დოლარის მოთხოვნებით. მას მოსდევს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) — 1,914 მილიარდი დოლარი და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) — 1,348 მილიარდი დოლარი. განვითარების საერთაშორისო ასოციაციაზე (IDA) მოდის 345,770 მილიონი დოლარი, აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკზე — 243,058 მილიონი დოლარი, ხოლო რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკზე — 209,430 მილიონი დოლარი.
ცალკეულ სახელმწიფოებს შორის საქართველოს უმსხვილესი ვალდებულებები მოდის საფრანგეთზე — 846,051 მილიონი დოლარი და გერმანიაზე — 576,889 მილიონი დოლარი. გარდა ამისა, ქვეყანას იაპონიის ვალი აქვს 106,078 მილიონი დოლარი და ასევე აქვს დავალიანება სხვა სახელმწიფოების მიმართ.