APM Terminals Poti-ის გენერალური დირექტორი კრისტიან რიოდერი და კომერციული დირექტორი იენ როლინსონი შეხვდნენ აშშ-ის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი და დროებითი რწმუნებული ალან პერსელი.
განიხილეს პორტის მიმდინარე ოპერაციები, სტრატეგიული სატვირთო მარშრუტები და გაფართოების გეგმები, რომლებიც მიმართულია გამტარუნარიანობის გაზრდისა და ფოთის, როგორც შავი ზღვის რეგიონის საკვანძო ლოგისტიკური ჰაბის როლის განმტკიცებისკენ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფანს, მის მნიშვნელობას აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობას უსაფრთხო და ეფექტური ვაჭრობისთვის.