9 იანვრიდან საქართველოში განახლდება მატარებლების მოძრაობა, რომლებიც თბილისს ქვეყნის დასავლეთ ქალაქებთან აკავშირებს. მანამდე რეისები არახელსაყრელი ამინდის პირობების გამო შეჩერდა.
„საქართველოს რკინიგზამ“ დასავლეთის მიმართულებით რიგი მატარებლების კურსირების აღდგენის შესახებ გამოაცხადა. კერძოდ, თბილისსა და ფოთს, ზუგდიდსა და ოზურგეთს შორის მატარებლები კვლავ ივლიან.
მგზავრებს, რომლებმაც გაუქმებულ რეისებზე შეიძინეს ბილეთები, მგზავრობის საფასური სრულად დაუბრუნდებათ.